
თბილისის N190 საჯარო სკოლაში სპორტის პოპულარიზაციასა და მოსწავლეების წახალისებას იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესით დიდი ყურადღება ეთმობა.
სწორედ ამ მიზნით, დაწყებითი სწავლების II-IV კლასებში, ჩატარდა სპორტული ფესტივალი - „მხიარული სტარტები“.
აღსანიშნავია, რომ ფესტივალში მოსწავლეები დიდი სიამოვნებითა და ინტერესით ერთვებოდნენ, გამოაჩინეს თავიანთი შესაძლებლობები და ერთმანეთს ჯანსაღი კონკურენცია გაუწიეს.
აღსანიშნავია, რომ დღის ბოლოს, გამარჯვებული კლასები დაჯილდოვდნენ დიპლომებითა და გარდამავალი გამარჯვების თასით.
იხილეთ ვიდეო: