თბილისის N177 სკოლის მე-5 კლასის მოსწავლე გიორგი ქანაშვილმა საერთაშორისო ჩემპიონაზე, წყალში ხტომაში, ვერცხლის მედალი მოიპოვა
15-05-2024

თბილისის N177 საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას მოსწავლეებში და სპორტის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამის დასტურია ისიც, რომ სკოლა თითოეული მოსწავლის სპორტულ მიღწევას აღნიშნავს და მხარს უჭერს.

ერთ-ერთი ასეთი მოსწავლეა მე-5 კლასელი გიორგი ქანაშვილი. მან, ქალაქ ზადარში გამართულ, ხორვატიის საერთაშორისო ჩემპიონატზე, წყალში ხტომაში, (3 მეტრი ტრამპლინი) წარმატებით იასპარეზა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.

მოსწავლის წარმატებით სკოლა ამაყობს და მას მომავალში კვლავ წინსვლას უსურვებს.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა წარმატებას სკოლა მუდამ მხარს უჭერს.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203