„ყვავილების მეჯლისი“ ბათუმის N9 საჯარო სკოლაში
15-05-2024

ბათუმის N9 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. პედაგოგები ბავშვებს მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთულ ღონისძიებებს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლის III კლასში, რომლის დამრიგებელი თეა ბერიძე გახლავთ, თემაზე - „ყვავილების მეჯლისი“ საინტერესო და ძალიან ლამაზი ღონისძიება ჩატარდა.

ღონისძიებაზე, ლამაზ სამოსში გამოწყობილმა მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, იცეკვეს, იმღერეს, შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.

მოსწავლეთა შემოქმედობითობით დამსწრე საზოგადოება აღფრთოვანებული დარჩა.

ეს დღე ძალიან საინტერესო, დასამახსოვრებელი და ემოციური აღმოჩნდა იქ მოფი თითოეული ადამიანისთვის

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203