ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეთა გუნდმა მინი ფეხბურთის ტურნირში გაიმარჯვა
15-05-2024
ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიაში ჯანსაღი, მოტივირებული და პატრიოტი ახალგაზრდების აღზრდაზე პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი ზრუნავს. 

იქ მოსწავლეთა სპორტით დაინტერესებას დიდი ყურადღება ეთმობა. მასწავლებელთა შრომას შედეგი გამოაქვს, ამის დასტური ისაა, რომ მოსწავლეები, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ წარმატებას აღწევენ.

14 მაისს, კიცხის საჯარო სკოლაში ჟორა მაჩიტაძის სახელობის მინი ფეხბურთის ტურნირი გაიმართა. მის ფინალში ერთმანეთს ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია და კიცხის საჯარო სკოლა შეხვდნენ. საინტერესო და დაძაბულ შეხვედრაში მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს და სპორტული შესაძლებლობები გამოავლინეს. თამაშში გამარჯვება გიმნაზიის გუნდმა მოიპოვა. 

სასკოლო საზოგადოება მათი მიღწევით ამაყობს და ულოცავს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203