„მე ვალაგებ საქართველოს“ - ჩიხარეშის საჯარო სკოლის გარემოსდაცვითი ღონისძიება 
15-05-2024
ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიხარეშის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები გარემოზე ზრუნვით გამოირჩევიან. 

ახლახან, სკოლაში ჩატარდა გარემოსდაცვითი აქტივობა - „მე ვალაგებ საქართველოს“. ღონისძიებაში მოსწავლე-მასწავლებლები აქტიურად ჩაერთნენ და შერჩეული ტერიტორია საყოფაცხოვრები ნარჩენებისგან გაწმინდეს. 

აღანიშნავია, რომ პედაგოგები მოსწავლეებს პასუხისმგებლიან მოქალაქეებად ზრდიან, მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ, ბუნებრივი გარემოს დაცვასა და მოფრთხილებას ასწავლიან და მათ პირად მაგალითს აძლევენ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203