„შექსპირი და მისი ეპოქა“ - საინტერესო პრეზენტაცია ზესტაფონის N6 საჯარო სკოლაში 
15-05-2024

ზესტაფონის N6 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი აქტივობებითა და ღონისძიებებითაა გაჯერებული. 

ამჯერად, მე-9 კლასის მოსწავლეებმა „ეპოქის სულსა“ და „ინგლისური სცენის სასწაულს“, მიუძღვნეს გაკვეთილი.

აღსანიშნავია, რომ გაკვეთილის იდეა უილიამ შექსპირის 66-ე სონეტის შესწავლისას გაჩნდა.

მოსწავლეებმა კლასში, წარადგინეს პრეზენტაცია - „შექსპირი და მისი ეპოქა“, წაიკითხეს სასურველი სონეტები, გაიხსენეს ცნობილი გამონათქვამები. 

ასე, მრავალფერვანი აქტივობით გაცოცხლდა უდიდესი ხელოვანის შემოქმედება ზესტაფონის N6 საჯარო სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203