სატივის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ზაქარია ფალიაშვილის შემოქმედებას საინტერესო პრეზენტაცია მიუძღვნეს
15-05-2024
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ სატივის საჯარო სკოლაში ნიჭიერი, შემოქმედებითი და მიზანდასახული მოსწავლეები სწავლობენ, რომლებიც სხვადასხვა სასკოლო აქტივობაში მონდომებით ერთვებიან. 

ამჯერად, პედაგოგ შორენა მაღლაკელიძის ხელმძღვანელობით, მე-10 კლასის მოსწავლეებმა, პროექტული სწავლების ფარგლებში, პროექტი - „ეროვნული იდენტობისა და ევროპული მუსიკალური აზროვნების საკითხები ზაქარია ფალიაშვილის შემოქმედებაში“ განახორციელეს. 

მათ შესაბამისი ინფორმაცია მოიძეს, დაახარისხეს, პრეზენტაცია მოამზადეს და საინტერესოდ ისაუბრეს. აქტივობამ დიდი წარმატებით ჩაიარა. აღსანიშნავია, რომ ამ პრეზენტაციის წარდგენა თბილისის ზაქატია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმშია დაგეგმილი. 

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203