სატივის საჯარო სკოლაში შიდასასკოლო სპორტული ფესტივალი ჩატარდა
15-05-2024

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ სატივის საჯარო სკოლაში ჯანსაღად ცხოვრება წახალისებულია, სპორტის პოპულარიზაციას კი მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

ახლახან, ​სკოლაში პედაგოგ თეო ომანაძის ხელმძღვანელობით, ჩატარდა შიდასასკოლო სპორტული ფესტივალი.

თამაში გაიმართა კლასებს შორის ფეხბურთში (გოგონებსა და ვაჟებში). მოსწავლეებმა ხალისით იასპარეზეს და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

გამარჯვებული გუნდები დაჯილდოვდნენ სიგელებით. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203