ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიებებით რაც მოსწავლეთა არა მხოლოდ საგნობრივი ცოდნის, არამედ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.
ახლახან, ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებისა და სხვადასხვა კლასების ჩართულობის გაზრდის მიზნით „ევროპის დღეები“ ჩატარდა.აქტივობის ორგანიზატორები იყვნენ გეოგრაფიის პედაგოგი - ეკატერინე ჭელიძე, მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარე მარიამ შარვაძე, X კლასის მოსწავლეები გიორგი ყიფიანი და ლუკა ფართლაძე.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის V, VIII , IX, X, XI
ბ კლასის მოსწავლეები.
იხილეთ ფოტოები: