ქუთაისის N26 საჯარო სკოლაში ბიოლოგიისა და მუსიკის ინტეგრირებით საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა
14-05-2024
ქუთაისის N26 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული.
ახლახან, მე-8 კლასში ბიოლოგიასა და მუსიკაში ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა. მისი თემა გული და სისხლძარღვები იყო.
გაკვეთილში, რომელსაც პედაგოგები - თამილა ობოლაძე და მაკა ტრაპაიძე უძღვებოდნენ, მოსწავლეები განსაკუთრებული ინტერესით ჩაერთნენ. მათ, თემასთან დაკავშირებით, საინტერესოდ ისაუბრეს, ნამუშევრები მოამზადეს და შესაძლებლობები გამოავლინეს.
აღსანიშნავია, რომ მათ პედაგოგებმა სხვადასხვა ინფორმაცია მიაწოდეს, რითაც მოსწავლეთა ცოდნა კიდევ უფრო გაღრმავდა.