ქუთაისის N26 საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა სხვადასხვა ქვეყნის სააღდგომო ტრადიციები კედლის გაზეთებში აღწერეს
ქუთაისის N26 საჯარო სკოლაში მოსწავლეთათვის სხვადასხვა მნიშვნელოვანი ტრადიციის გაცნობასა და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას დიდი ყურადღება ეთმობა. ამ მიმართულებით კი, არაერთი აქტივობა ეწყობა. ამჯერად, მე-5 კლასელებმა აღდგომის დღესასწაული იზეიმეს. მათ პედაგოგ სოფიკო ჯანელიძის ხელმძღვანელობით, სხვადასხვა ქვეყნის სააღდგომო ტრადიციების შესახებ ინფორმაცია მოიძიეს.
მოსწავლეები აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ, ცნობები დაახარისხეს, საინტერესო ნამუშევრები - კედლის გაზეთები, მოამზადეს და კლასის წინაშე წარადგინეს.
მათ შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
იხილეთ ფოტო და ვიდეოები:ვიდეოვიდეო