სამტრედიის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეები ცნობილ ოპერებს საინტერესო სასწავლო რესურსით გაჯერებულ გაკვეთილზე გაეცნენ
14-05-2024

სამტრედიის N7 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მრავალმხრივი განვითარებისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით, საინტერესო აქტივობებით დატვირთულ გაკვეთილებს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლაში, მოსწავლეთათვის, პედაგოგმა - სოფო ბურძენიძემ საინტერესო გაკვეთილი თემაზე - „ოპერა“ ჩაატარა.

აღნიშნული გაკვეთილის მიზანი: „ცნობილი ოპერების გაცნობა და ჩვენება“ გახლდათ. მოსწავლეები ასევე საოპერო მომღერლებს, მათ შემოქმედებას გაეცნენ და ცოდნა აიმაღლეს.

გაკვეთილი ძალიან შემეცნებითი, ინფორმაციული და საინტერესო იყო.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი გაკვეთილები და აქტივობები მოსწავლეთა სასწავლო პროცესში ჩართულობას ზრდის.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:




 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203