აფხაზეთის N14 საჯარო სკოლის მოსწავლეები საგანმანათლებლო პროექტში წარმატებით მონაწილეობდნენ
15-05-2024

აფხაზეთის N14 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა ინტელექტუალურ და საგანმანათლებლო აქტივობაში მონდომებით ერთვებიან. 

მათ შორის იყო ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტი „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“, რომლის ნახევარფინალშიც ბავშვები წარმატებით მონაწილეობდნენ.

სკოლის გუნდის წევრებს სიგელები, ხოლო  მასწავლებელს მადლობის ბარათი გადაეცა.

პროექტის ნახევარფინალი 22 აპრილს ჩატარდა.

ნახევარფინალური ტური დასავლეთ საქართველოს სკოლებისთვის გაიმართა ქუთაისა და ბათუმში, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს სკოლებისთვის თბილისში.

ტურნირი გაიმართა ინტელექტუალური თამაშის - „რა? სად? როდის?“ პრინციპით.

„სკოლის დირექცია დიდ მადლობას უხდის სკოლის გუნდს ამ საინტერესო პროექტში მონაწილეობისათვის. მადლობა ლევან შონიას, ნია ფეტელავას, დალი ქვაჩახიას, იაკობ კუპრავას, დიანა ძანძავას და მასწავლებელს მაყვალა მეფორიას“, - აღნიშნავენ სკოლაში.

სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა მოსწავლეთა წარმატებას მუდამ მხარს უჭერს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203