
მარლენ ბარამიას სახელობის სამტრედიის N6 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებას და მათი კრეატიული აზროვნების წახალისებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა.
სწორედ ამ მიზნით, სკოლაში არაერთი შემოქმედებითი აქტივობა იმართება, სადაც მოსწავლეები თავიანთი ფანტაზიით არაერთ საინტერესო ნამუშევარს ქმნის.
ამჯერად, მოსწავლეებმა სააღდგომო ნაკეთობები შექმნეს და სასკოლო საზოგადოებას წარუდგინეს, მოსწავლეთა ნამუშევრებმა მნახველთა დიდი მოწონება დაიმსაზურეს.
აღსანიშნავია, რომ ნამუშევრების ავტორი მოსწავლეები გახლავთ: მია ქელეხსაშვილი და დემეტრე დვალიშვილი მე-2 კლასის მოსწავლეები და მარი თუთაშვილი მე-4 კლასის მოსწავლე.
იხილეთ ფოტოები: