დიდი სმადის საჯარო სკოლამ ტექნიკის კონკურსში გაიმარჯვა და „წლის ლიდერი სკოლის“ ტიტული მოიპოვა
14-05-2024

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი სმადის საჯარო სკოლის სახელზე არაერთი წარმატებაა.

ამჯერად სკოლამ, სამოქალაქო განათლების პროგრამის ტექნიკის კონკურსში გაიმარჯვა და მოიპოვა „წლის ლიდერი სკოლის“ ტიტული.

სკოლამ მიღწეული წარმატების შესახებ ოფიციალური შეტყობინება, სამოქალაქო განათლების პროგრამის დირექტორის მარინა უშვერიძისგან მიიღო, წერილში ასევე ვკითხულობთ: 

„როგორც „წლის ლიდერი სკოლა“, თქვენი სკოლა სხვა სკოლებს გაუზიარებს გამოცდილებას მოსწავლეთა თვითმმართველობის საქმიანობის და სკოლის დემოკრატიული მართვის შესახებ. გამოცდილების გაზიარება უახლოეს მომავალში დაიწყება და მომდევნო აკადემიური წლის მანძილზე გაგრძელდება. ლიდერ სკოლებს ტექნიკა 2024 წლის ივნის-ივლისში გადაეცემათ.

გისურვებთ წარმატებებს!“. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203