ნინიგორის საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოზე აქტიურად ზრუნავენ
15-05-2024
დედამიწა რომ ჩვენი საერთო სახლია და მას დაცვა სჭირდება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინიგორის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კარგად იციან, რადგან მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ.
22 აპრილს, სკოლაში დედამიწის დღე აღინიშნა. მოსწავლეები გლობალურ გარემოსდაცვით ღონისძიებას საინტერესო გარემოსდაცვითი აქტივობებით შეუერთდნენ.
მოსწავლეებმა ისაუბრეს, თუ რა საფრთხეებს უქმნის ეკოლოგიური პრობლემები გარემოსა და ადამიანებს. იმსჯელეს ეკოლოგიური პრობლემების გამომწვევ მიზეზებსა და მდგომარეობის გაუმჯობესების გზებზე. მოსწავლეებმა ასევს სკოლის ეზოს გალამაზებაზე იზრუნეს და ნერგები დარგეს.
დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი დედამიწის დღე ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს