ჭიაურის საჯარო სკოლაში ლიტერატურული კონკურსი გაიმართა
15-05-2024

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიაურის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობებითაა დატვირთული. თვითმმართველობის წევრების ინიციატივით, სკოლაში არაერთი პროექტი იმართება.

ამჯერად, სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის - გიორგი შუბითიძეს ორგანიზებით, გაიმართა N5 პროექტი - მოთხრობებისა და ზღაპრების კონკურსი.

პროექტში მონაწილეობდნენ მე-5 და მე-6 კლასების მოსწავლეები. კონკურსის გამარჯვებული გახდა მე-5 კლასის მოსწავლე ესთერი ბაქრაძე. ბავშვებმა შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს.

კონკურსის მონაწილეები სიგელებით დააჯილდოვა სკოლის დირექტორმა - ნათელა ყოჩიაშვილმა.

მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და სასწავლო პროცესში ჩართულობის გაზრდას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203