
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ განჯალის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნისა და ერუდიციის ამაღლებასთან ერთად, მათ მოტივაციასა და განწყობის ამაღლებაზე ზრუნავენ. სწორედ ამ მიზნით, სკოლაში არაერთი სახალისო აქტივობა იმართება მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით.
ამჯერად, მე-2ა კლასში, ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელმა - ნინო სიმონიშვილმა სახალისო აქტივობა ჩაატარა, რომლის თემა დაბადების დღე გახლდათ.
„საკუთარი წლოვანების დასახელება“, - ასეთი იყო აქტივობის სახელწოდება, რომელშიც მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმითა და ხალისით მონაწილეობდნენ.
მოსწავლეებმა თავიანთი ასაკი დაასახელეს და დაბადების დღის იმიტირებული წვეულება მოაწყვეს.
დღე ემოციებით სავსე, დასამახსოვრებელი და ძალიან სახალისო აღმოჩნდა.
იხილეთ ვიდეო: