ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მუსიკის პედაგოგ შორენა ზვიადაძეს 2024 წლის საუკეთესო მასწავლებლის ტიტული მიენიჭა
14-05-2024
ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლაში პროფესიონალი და კარიერულ წინსვლაზე ორიენტირებული პედაგოგები ასწავლიან.
ერთ-ერთი ასეთი პედაგოგია სკოლის მუსიკის მასწავლებელი შორენა ზვიადაძე. ის, ამავდროულად მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ქუთაისის ოპერისა და ბალეტის ორკესტრის მევიოლინე და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მე-2 სამუსიკო სასწავლებლის პედაგოგია.
აღსანიშნავია, რომ პედაგოგი 2024 წლის საუკეთესო მასწავლებლად აღიარეს, რასაც სკოლაში ულოცავენ.
მან, როგორც სკოლაში გვიყვებიან, მრავალი ისეთი ახალგაზრდა მუსიკოსი აღზარდა, რომლებმაც თავიც ასახელეს და ქვეყანაც.
„ჩვენს კოლეგას, მუსიკის მასწავლებელ შორენა ზვიადაძეს ვულოცავთ 2024 წლის საუკეთესო მასწავლებლად აღიარებას. მან მრავალი ისეთი ახალგაზრდა მუსიკოსი აღზარდა, რომლებმაც თავიც ასახელეს და ქვეყანაც. იმედია, მის სახელოვან მოსწავლეებს ახალი სახელები შეემატება. წარმატებას ვუსურვებთ მას და მის აღსაზრდელებს“, - აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს