ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესში ცვლილებაა
01-06-2018
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილება შევიდა.

დოკუმენტის თანახმად, აბიტურიენტებისთვის გასათვალისწინებელია, რომ ორი დამოუკიდებელი გამსწორებლის მიერ, დამოუკიდებლად მინიმუმ ორჯერ და მეორე გასწორების შედეგად მიღებული ქულა საბოლოოა. პასუხების ფურცელში შემავალი ტესტური დავალების შეფასებაში ცენტრის მიერ დადგენილი სხვაობის შემთხვევაში შესაბამისი ტესტური დავალება სწორდება მესამე გამსწორებლის მიერ. მესამედ გასწორების შედეგად მიღებული ქულა საბოლოოა.

რაც შეეხება გრანტის განაწილების წესს, აღსანიშნავია:

„აბიტურიენტი,
რომელსაც წინა წლებში მოპოვებული აქვს გრანტი აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამაზე ან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე და დებულების 39-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესით არ ჩაირიცხა საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ერთიანი ეროვნული გამოცდების განმეორებით ჩაბარების საფუძველზე აბსოლუტური ქულებით აბიტურიენტთა რანჟირების დოკუმენტში გათვალისწინებული იქნება იმ შემთხვევაში, თუ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ დადასტურდება, რომ აბიტურიენტს არ გამოუყენებია წინა წლებში მოპოვებული გრანტი.“

„სტუდენტი,
რომელსაც წინა წლებში მოპოვებული აქვს გრანტი აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამაზე ან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე, მაგრამ არ  გამოუყენებია აღნიშნული გრანტი და სურს მონაწილეობის მიღება სტუდენტთა საგრანტო კონკურსში, აბსოლუტური ქულებით სტუდენტთა რანჟირების დოკუმენტში გათვალისწინებული იქნება იმ შემთხვევაში, თუ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ დადასტურდება, რომ სტუდენტს არ გამოუყენებია წინა წლებში მოპოვებული გრანტი.“

გაეცანით ბრძანებას დეტალურად
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203