„კიბერბულინგი“ - პატარა ირაგის საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო საგანმანათლებლო პროექტი
14-05-2024

ამრიდონ ჩეგიანის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ირაგის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს აძლევენ არა მხოლოდ ხარისხიან საგნობრივ განათლებას, არამედ სხვადასხვა საკითხზე მათი ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ. 

ახალახან, სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, პატარა ირაგის საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობისა და სამოქალაქო კლუბ „თანასწორობის“ ინიციატივით, მე-9 კლასმა პედაგოგ გურიელ  თამლიანთან ერთად განახორციელა პროექტი ერთ- ერთ აქტუალურ თემაზე - „კიბერბულინგი“.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა განახორციელეს მრავალფეროვანი აქტივობები:  ჩაატარეს სამუშაო შეხვედრა პროექტის დასაგეგმად, შექმნეს ბუკლეტები და ინფოგრაფიკები და დაარიგეს მოსწავლეებში, მოამზადეს პლაკატი,  ნახატები, სლოგანები და განათავსეს კედლის გაზეთზე. მოამზადეს პრეზენტაცია, სადაც ისაუბრეს: რა არის კიბერბულინგი და როგორ დავიცვათ თავი მისგან.

ბოლოს კი დამსწრე საზოგადოებასთან ერთად გაიმართა დისკუსია- მსჯელობა!

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203