ბოლნისის N1 საჯარო სკოლის სკაუტმა მოსწავლემ - ანა ჯაჯანიძემ საინტერესო ტრენინგ-კურსი გაიარა
14-05-2024

სულხან-საბა ორბელიანის სახელობის ქალაქ ბოლნისის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად ერთვებიან საგანმანათლებლო ინიციატივებში და არა მარტო საგნობრივ განათლებას იღებენ, არამედ თავიანთ ინტელექტს სასწავლო ტრენინგ-კურსებით იმაღლებენ. ​

აღსანიშნავია, რომ 20-24 აპრილს ევროპის სკაუტური რეგიონის ორგანიზებით, ჩატარდა ახალი ახალგაზრდული პროგრამის სამუშაო ტრენინგ-კურსი რაჭაში, შაორის საბანაკე ტერიტორიაზე, რომელშიც  მე-11 კლასის მოსწავლე, ანა ჯაჯანიძე მონაწილეობდა.

ანა არის საქართველოს სკაუტური მოძრაობის ორგანიზაციის აქტიური წევრი, მან აღნიშნული ტრენინგ-კურსი წარმატებით გაიარა. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს სკაუტური მოძრაობის ორგანიზაცია - საქართველოს სკაუტები არის მსოფლიო სკაუტური მოძრაობის წარმონადგენლობა საქართველოში, რომლის მიზანია არაფორმალური განათლების გზით ახალგაზრდების განვითარება.

ამ მიზანს მოძრაობა ახალგაზრდული პროგრამის მეშვეობით ახორციელებს, რომელიც შემუშავებულია ევროპის რეგიონის მხარდაჭერით.

„ანა აქტიური და მიზანდასახული მოსწავლეა, რომელიც ხშირად ერთვება სხვადასხვა აქტივობაში... წარმატებულ მომავალს ვუსურვებთ ჩვენს ანას“, - ასე აქებენ სკოლაში მოსწავლეს და მას სამომავლო წარმატებას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203