
ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი აქტივობებითა და ღონისძიებებითაა გაჯერებული, პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო გაკვეთილებს სთავაზობენ.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა წელიწადის დროებიც შემოქმედებითი აქტივობებით შეისწავლეს, მათ შორის, შემოდგომას შთამბეჭდავი აპლიკაცია მიუძღვნეს.
შემოქმედებითმა ღონისძიებამ დიდი მოწონება დაიმსახურა და მოსწავლეები ემოციებით აავსო.
აღსანიშნავია, რომ მიუხედავად იმისა, სასწავლო წელი მალე დასრულდება, პროფესიონალი პედაგოგების მხარდაჭერით, მოსწავლეებს მოტივაცია არ დაუკარგავთ, ენთუზიაზმით არიან ჩართულები საგაკვეთილო პროცესში და სასკოლო ღონისძიებებშიც დიდი ინტერესით მონაწილეობენ.
იხილეთ ფოტოები: