ზუგდიდის N5 საჯარო სკოლის STEAM კლუბის წარმატება
14-05-2024

ზუგდიდის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეები თანამედროვე მოთხოვნებს მორგებულ განათლებას იღებენ, სკოლაში მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა STEAM განათლებას. 

შესაბამისად, სკოლაში წარმატებით მუშაობს STEAM კლუბი. 

30 აპრილს, ზუგდიდის N5 საჯარო სკოლაში არსებულმა STEAM კლუბმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის და საქართველოს STEM ინოვატორთა ასოციაციის ერთობლივი ორგანიზებით ჩატარებულ კონკურსში - „STEM საგანმანათლებლო პროექტები“ საფინალო ეტაპზე, კლუბის წევრმა წარმოადგინეს პროექტი - „ოციმურეშ მენცარეფი“, კერძოდ, ჭკვიანი სათბურის მოდელი და საპრიზო მესამე ადგილი დაიმსახურეს.

დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ. სკოლა მოხარულია და ულოცავს მონაწილეებს დიდ წარმატებასა და პირველ ნაბიჯებს დიდ მეცნიერებაში,

„ჩვენი სკოლის S.T.E.A.M გუნდი მზადაა აღმოჩენებისა და ინოვაციების სამყაროში მოგზაურობისთვის!“,-აღნიშნავენ მოსწავლეები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203