„ლონდონის ღირსშესანიშნავი ადგილები, ვირტუალური მოგზაურობა“ - აჭყვას საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი განხორციელდა
14-05-2024

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვას საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს მრავალმხრივი განვითარებისა და საგაკვეთილო პროცესში ჩართულობის გაზრდის მიზნით, საინტერესო აქტივობებს, პროექტებს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლის მე-4 კლასში განხორციელდა პროექტი სახელწოდებით - „ლონდონის ღირსშესანიშნავი ადგილები, ვირტუალური მოგზაურობა“.

მოსწავლეებმა დაამზადეს პოსტერი ფოტოსურათებითა და მოკლე ტექსტური აღწერილობებით. მათ, ასევე გააკეთეს ზეპირი პრეზენტაცია და ნახეს ვიდეორგოლი - „ტური ლონდონში“

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტის მიზანია მოსწავლეებმა უფრო ახლოს გაიცნობ ევროპა და დავუახლოვდნენ მას.

პროექტის ხელმძღვანელი: ინგლისური ენის მასწავლებელი, მირანდა ქათამაძე გახლდათ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები, პროექტები სასწავლო პროცესს მრავალფეროვანსა და საინტერესოს ხდის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203