ქართული ენის კვირეული საპრასიის საჯარო სკოლაში 
14-05-2024

შოთა ხურციძის სახელობის ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ საპრასიის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით საინტერესო აქტივობა და ღონისძიება იმართება.

გამონაკლისი დედაენის დღეც არ ყოფილა, რომელსაც სკოლაში საინტერესო კვირეული მიეძღვნა.

კვირეულში დაწყებითი კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, თითოეული მათგანი დიდი ენთუზიაზმით იყო ჩართული სხვადასხვა აქტივობაში. ბავშვებმა დაამზადეს კედლის გაზეთი, შექმნეს საკუთარი ხელნაწერები. სკოლაში, ასევე ჩატარდა კალიგრაფიის კონკურსი, გამარჯვებულ მოსწავლეებს კი სიგელები გადაეცათ.

კვირეულის ფარგლებში, სკოლაში აგრეთვე გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით, „ენა ბურჯია ერისა“, სადაც მოსწავლეებმა ცოდნა და შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203