შუაგორას საჯარო სკოლის მე-3 კლასელებმა დედამიწის დღისადმი მიღვნილ წარმტაც ღონისძიებაზე ზეინდრის დაწყებითი კლასის მოსწავლე-მასწავლებლებს უმასპინძლეს
14-05-2024

დედამიწა რომ ჩვენი საერთო სახლია და მას დაცვა და მოფრთხილება სჭირდება ალექსანდრე ლილუაშვილის სახელობის ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაგორას საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კარგად იციან, რადგან მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ. 

22 აპრილს, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, შუაგორას საჯარო სკოლაში გაიმართა საინტერესო ღონისძიება, ერთგვარი სადღესასწაულო მილოცვა „დედამიწისადმი“. 

ღონისძიება მე-3 კლასის მოსწავლეებმა, კლასის დამრიგებლის - გ. ბაჯაძის ხელმძღვანელობით გამართეს. ზეიმი მუსიკალურად გააფორმა მუსიკის მასწავლებელმა ნ.ბაღდავაძემ.

ღონისძიების ორგანიზატორმა და მოსწავლეებმა ზეიმზე მიიწვიეს ზეინდრის დაწყებითი კლასის პედაგოგები და მოსწავლეები.

ღონისძიება საინტერესოდ, მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით წარიმართა. 

„ეს დღე გამორჩეულია რადგან დედამიწა ყველას სახლია. ამ სახლს მოფერება, მოვლა და პატრონობა სჭირდება. ბავშვებმა ბევრი პრობლემა წამოწიეს წინა პლანზე, თუნდაც დაბინძურებული გარემო, გაჩეხილი ტყეები, ხანძარი რომელიც ადამიანმა გამოიწვია, გადაშენების პირას მყოფი ცხოველები და ფრინველები“,- გვეუბნებიან სკოლაში, ღონისძიების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს და დასძენენ, რომ ღონისძიებამ სასიამოვნო გარემოში ჩაიარა.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:




 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203