
არტემ ერქომაიშვილის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლის პედაგოგები ბავშვებს საინტერესო აქტივობებსა და მრავალფეროვან გაკვეთილებს სთავაზობენ.
მათ შორის იყო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისადმი მიძღვნილი სახალისო და შემოქმედებითი სახის აქტივობები.
ბავშვებმა, პედაგოგ ხათუნა გორდელაძის ხელმძღვანელობით, საინტერესო, თემატური ნამუშევრები და სააღდგომო დეკორაციები შექმნეს. მათ კიდევ ერთხელ ისაუბრეს ამ ბრწყინვალე დღესასწაულის შესახებ.
აქტივობებში ბავშვები დიდი მონდომებით, ენთუზიაზმითა და ინტერესით იყვნენ ჩართულნი.
მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტოები: