ქუთაისის N15 საჯარო სკოლის თვითმმართველობამ სასკოლო საზოგადოებას საქმიანობის ანგარიში წარუდგინა
14-05-2024
ქუთაისის N15 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობა წარმატებით მუშაობს. 

მოსწავლეთა თვითმმართველობა არჩევითი ორგანოა, რომელიც ვალდებულია ამომრჩეველს (მოსწავლეებს) პერიოდულად მიაწოდოს ინფორმაცია საკუთარი საქმიანობის შესახებ.

2 მაისს, თვითმმართველობამ მოსწავლეების, მასწავლებლების, მშობლებისა და დირექციის წინაშე წარადგინა სასწავლო წლის საბოლოო ანგარიში. 

ანგარიში მოიცავდა 2023-2024 სასწავლო წლის საქმიანობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას.

თვითმმართველობის წევრებმა ისაუბრეს მათ მიერ განხორციელებულ ყველა აქტივობაზე, პროექტზე, ღონისძიებაზე. 

„დამსწრე საზოგადოებისგან დიდი მოწონება დავიმსახურეთ და ამავდროულად მივიღეთ რჩევები რომელსაც აუცილებლად გავითვალისწინებთ“,- აღნიშნავენ თვითმმართველობის წევრები.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203