შუამთას საჯარო სკოლის მოსწავლეებმა რაგბის ფესტივალზე წარმატება მოიპოვეს
14-05-2024
ტიციან ტაბიძის სახელობის ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ შუამთას საჯარო სკოლაში სპორტის პოპულარიზაციასა და მოსწავლეების ხელშეწყობას აქტიურად მიიღონ მონაწილეობა სხვადსხვა შეჯიბრში დიდი ყურადღება ეთმობა.
10 მაისს, შუამთის საჯარო სკოლის მე-6 და მე-5 კლასის მოსწავლეებმა გამარჯვება მოიპოვეს „სასკოლო რაგბის ფესტივალ 2024“-ში და გახდნენ რაიონის ჩემპიონები.
გამარჯვებულები გაემგზავრებიან დასავლეთ საქართველოს ტურნირზე ქალაქ ბათუმში.
სკოლაში წარმატებას უსურვებენ თითოეულ შრომისმოყვარე და შედეგზე ორიენტირებულ მასწავლებელს გონიერ მოსწავლეებთან ერთად.