ლიხაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შექსპირის შემოქმედება გააცოცხლეს
14-05-2024

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი ღონისძიებებითაა გაჯერებული, სკოლის მატეანეს კიდევ ერთი დაუვიწყარი საღამო შეემატა.

სკოლაში დიდი ხანია ელოდნენ შექსპირის დღეებს, როგორც გვიყვებიან, სკოლას ძალიან საინტერესო მეათე კლასი და კიდევ უფრო საინტერესო დამრიგებელი ლამარა გოგოძე ჰყავს, სწორედ მათი ხელმძღვანელობით გაიმართა ღონისძიება, რომელმაც გულგრილი არავინ დატოვა. 

„ჩვენ ვისაუბრეთ შექსპირზე!“, - სკოლაში უდიდესი ხელოვანის ბიოგრაფია და შემოქმედება გააცოცხლეს. 

მეათეკლასელებმა სასკოლო საზოგადოებას შექსპირზე ინგლისურად უამბეს, როგორც სკოლაში გვიყვებიან, პედაგოგებმა: მარიამ გობრონიძემ, გულნარა გოთუამ და დოდო დონაძემ საყვარელი სონეტები წაიკითხეს და დღე კიდევ უფრო დასამახსოვრებელი გახადეს. 

„ჩვენი სკოლის ბიბლიოთეკა ისეთი სივრცეა, სადაც ყველაფერს სხვა ელფერი ეძლევა, ამიტომ აუდიტორიასა და მთავარ გმირებს შორის ძალდაუტანებელი, სასიამოვნო საუბარი გაიბა! მადლობა მინდა ვუთხრა ლამარა მასწავლებელს, რომ შესაძლებლობა მომცა, კიდევ ერთხელ წამეკითხა ჩემი საყვარელი სონეტი!

ჩემს მოსწავლეებს კი მინდა ვუთხრა: არასოდეს შეგეშინდეთ კოჭლი დროების, იყავით ძლიერები და გიყვარდეთ ლიტერატურა!“, - აღნიშნავს პედაგოგი დოდო დონაძე. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203