მიქელეფონის საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო გარემოსდაცვითი აქტივობები
14-05-2024

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მიქელეფონის საჯარო სკოლაში მოსწავლეების ეკოცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ. 

სწორედ ამ მიზნით სკოლაში განსაკუთრებით აღინიშნა დედამიწის დღე.  V-IX კლასის მოსწავლეებმა გარემოსდაცვით დღესასწაულს მრავალფეროვანი აქტივობები მიუძღვნეს.

  • დაასუფთავეს სკოლის მიმდებარე ტერიტორია;
  • მოხატეს კედლები;
  • შექმნეს აფიშები;
  • დაამზადეს საინფორმაციო ბროშურები. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, დასკვნით შემაჯამებელ აქტივობად, მოსწავლეებმა წარადგინეს პრეზენტაცია სახელწოდებით - „დავიცვათ დედამიწა“, რომელშიც ისაუბრეს თუ რა მნიშვნელობა აქვს დედამიწის დაცვას ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, თუ როგორ მოვლა-გაფრთხილებას საჭიროებს ის.

სკოლაში მადლობას უხდიან საბუნებისმეტყველო კათედრას და მის მასწავლებლებს ირინა კუტალაძეს, ნინო სარიშვილს გაწეული მუშაობისათვის.

ცნობისთვის, დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: 





 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203