„ჩვენ გვიყვარს ჩვენი სკოლა!“ - ბახვის საჯარო სკოლაში დასუფთავების აქცია გაიმართა
14-05-2024

წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. 

სკოლაში არაერთი გარემოსდაცვითი აქტივობა იმართება, რომელშიც მოსწავლეები დიდი ინტერესით ერთვებიან. 

ამჯერად,  დასუფთავების აქცია - „ჩვენ გვიყვარს ჩვენი სკოლა!“, გაიმართა, რომელშიც სკოლის მოსწავლეებთან ერთად მშვიდობის კორპუსის მოხალისე ამერიკელი მასწავლებელი ლიამ გომესი იყო ჩართული. 

დღე დასამახსოვრებელი აღმოჩნდა სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის, მოხალისეებმა ხალისითა და შემართებით დაასუფთავეს გარემო. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203