ოჟიოს საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო ინგლისურენოვანი პრეზენტაცია და დამსახურებული სერტიფიკატები
14-05-2024

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჟიოს საჯარო სკოლის მოსწავლეები დირექციისა და პედაგოგთა ხელმძღვანელობით, სხვადასხვა შემეცნებით და საგანმანათლებლო პროექტში აქტიურად ერთვებიან.

ამჯერად, მე-6 კლასის მოსწავლეები, რომელთა ინგლისური ენის მასწავლებელი ლიკა თავბერიძე გახლავთ, პროექტში - „ახალგაზრდა მკვლევარები“ მონაწილეობდნენ.

მათ, ამერიკის შეერთებული შტატების შესახებ საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს, რომელთა შესახებაც თელავის ამერიკულ კუთხეში ინგლისურ ენაზე პრეზენტაცია გამართეს.

მათ ინგლისური ენის ცოდნა გამოავლინეს და სერტიფიკატები დაიმსახურეს.

ეს დღე ძალიან საინტერესო, შემეცნებითი და ნაყოფიერი იყო მოსწავლეთათვის.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და პროექტები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203