ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის მე-5 კლასელები მასშტაბურ გარემოსდაცვით კამპანიაში მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
14-05-2024

ნოდარ დუმბაძის სახელობის ქალაქ ოზურგეთის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. მოსწავლეები სხვადასხვა გარემოსდაცვით აქტივობასა და ღონისძიებაში მოდნომებით ერთვებიან.

მათ შორის იყო გლობალური მოქმედების დღეები, რომლის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებშიც სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

სლოგანის - „დედამიწა ჩვენი სახლია“ გარშემო გაერთიანდნენ მოსწავლეები. მათ გარემოს დაცვის საქმეში თავიანთი წვლილი შეიტანეს.

გლობალური მოქმედების დღეები გარემოს დაცვითი განათლების ფონდის (FEE) ორგანიზებით მოეწყო.

მასწავლებელს და მოსწავლეებს განათლების ფონდმა (FEE) ასეთი აქტიური ჩართულობისთვის სერტიფიკატები გადასცა.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეებს გარემოს მოფრთხილებასა და მასზე ზრუნვას დაწყებითი კლასებიდანვე ასწავლიან.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203