ბათუმის N30 საჯარო სკოლის V-VI კლასის მოსწავლეებთან ბულინგის თემაზე შემეცნებითი სახის შეხვედრა გაიმართა
14-05-2024

ბათუმის N30 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისა და სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით ცოდნის ამაღლების მიზნით, სკოლაში, საინტერესო აქტივობები იმართება.

ამჯერად, სკოლაში, V-VI კლასის მოსწავლეებთან საინფორმაციო მენეჯერისა და ისტ-ის მასწავლებლების ერთობლივი შემეცნებითი შეხვედრა გაიმართა.

ვიდეორგოლისა და პრეზენტაციის საშუალებით მოსწავლეებს მიეწოდათ ინფორმაცია ბულინგისა და მათ შორის კიბერბულინგის შესახებ.

მოსწავლეები ასევე გაეცნენ ინსტრუქციასა და რჩევებს, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ბულინგისკიბერბულინგის შემთხვევის დროს.

ბავშვებისთვის ეს შეხვედრა ძალიან საინტერესო და ინფორმაციული იყო.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი შეხვედრები სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203