
ახმეტის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული, რომლებშიც მოსწავლეები მონდომებით ერთვებიან.
ახლახან, სკოლის მე-10 კლასში (კლასის დამრიგებელი იზა ალბუთაშვილი) ჩატარდა ბიოლოგიის, ინგლისური ენისა და ქიმიის ინტეგრირებული გაკვეთილი.
გაკვეთილზე, მოსწავლეებმა საინტერესოდ იმსჯელეს ჰისტოლოგიის, როგორც მეცნიერების განვითარებაზე.
„მათ, ასევე ისაუბრეს ღეროვანი უჯრედების შესწავლის თანამედროვე მეთოდებსა და ორგანიზმის ინდივიდუალური განვითარების პერიოდში იმ ქიმიური ელემენტების როლზე, რომლებიც ყველაზე მრავალფუნქციურად მნიშვნელოვანია მუცლადყოფნის პერიოდში ემბრიონის ნორმალური განვითარებისთვის“, - გვიყვებიან სკოლაში.
გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა დისკუსიის სახით შეაჯამეს ამ გაკვეთილის განხორციელებისთვის მიღწეული შედეგები და იმსჯელეს განხილული საკითხების მეცნიერული ცოდნისთვის საგნებშორის ინტეგრაციის აუცილებლობაზე.
მსგავსი ინტეგრირებული გაკვეთილები სასწავლო პროცესს მეტად მრავალფეროვანსა და საინტერესოს ხდის.
იხილეთ ფოტოები: