„დედამიწის პატარა მცველები“ ახმეტის N1 სკოლიდან
14-05-2024

ახმეტის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები პასუხისმგებლიან მოქალაქეებს ზრდიან და მათ საგნობრივ დისციპლინებთან ერთად, გარემოს დაცვასა და მოფრთხილებას ასწავლიან. 

22 აპრილს, პროექტის - „დედამიწის პატარა მცველები“ ფარგლებში, მეორე კლასში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი ქართულში, ხელოვნებასა და ბუნებაში.

გაკვეთილზე წარმოდგენილი იყო პრეზენტაცია დედამიწის დაცვის თემაზე, ასევე მოკლემეტრაჟიანი ვიდეოფილმები, დისკუსია-მსჯელობა.

დისკუსიის ფარგლებში „პატარა მცველებმა“ მასწავლებლებთან ერთად სხვადასხვა ტექნიკით დაამზადეს რესურსები, გააცნობიერეს მათი როლი დედამიწის დაცვა-მზრუნველობის საქმეში.

მოსწავლეებმა აამეტყველეს დედამიწა, ასევე მიმართეს მადლიერებით და დაჰპირდნენ, რომ იქნებიან „დედამიწის მცველები“.

სასწავლო პროცესს ხელმძღვანელობდნენ მასწავლებლები - ლანა ბლიაძე, ქეთი მთიულიშვილი, ნათელა თაღიაშვილი, რომლებიც მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ზრუნავენ. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203