
ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლაში ხელოვანი მოსწავლის საერთაშორისო წარმატებას აღნიშნევენ.
სკოლა მოხარულია გაგვიზიაროს მე-11ბ კლასის (დამრიგებელი ფიქრია მაჩიტიძე) მოსწავლის - გიორგი არაბიძის მორიგი წარმატება.
როგროც სკოლაში გვიყვებიან და სიხარულით აღნიშნავენ, კლოდ დებიუსისა და ჟორჟ ბიზეს სახელობის საერთაშორისო კონკურსებში გამარჯვებას დაემატა მესამე პრიზიც. კომპოზიციის განხრით ბერლიოზის სახელობის მუსიკალურ საერთაშორისო კონკურსზე, გიორგი არაბიძემ პირველი ხარისხის პრემია მოიპოვა
აღსანიშნავია, რომ სპეციალური პრიზი გახლდათ - „ინოვაციური კონცეფციების დანერგვისთვის!“
სკოლა გიორგის წინსვლასა და წარმატებას უსურვებს, ამაყობს მისი მიღწევით.
იხილეთ ფოტოები: