ჯავშანიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მრავალფეროვანი სააღდგომო დეკორაციები შექმნეს
14-05-2024

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯავშანიანის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითობა წახალისებულია. პედაგოგები მოწაფეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებაზე ზრუნავენ და ამ მიზნით არაერთ აქტივობასა თუ ღონისძიებას სთავაზობენ. 

მათ შორის, მოსწავლეებმა, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, მაკეტები შექმნეს. დაამზადეს საძერწი ცომი და ხელოვნური კვერცხები გამოძერწეს, შემდეგ კი მოხატეს. პროცესში ჩართული იყო ხელოვნების მასწავლებელი ეკატერინე ხარაიშვილი, რომელმაც მოსწავლეებს საინტერესო აქტივობები შესთავაზა. 

მოსწავლეთა სააღდგომო დეკორაციები შთამბეჭდავი სანახავია. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203