სამების საჯარო სკოლის მოსწავლეები კერვის მასტერკლასს დაესწრნენ
14-05-2024
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების საჯარო სკოლაში აქტიურად მიმდინარეობს პროექტი - „ახალგაზრდა მეწარმეები“, რომლის ფარგლებში არაერთი საინტერესო აქტივობა ეწყობა. 

ამჯერად, მოსწავლეები ესტუმრნენ წალკის სამკერვალოს, სადაც სპეციალისტმა მოსწავლეებს ჩაუტარა მასტერკლასი საკერავი მანქანის გამოყენების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში კლუბი დაარსდა სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტის შედეგად. 

სკოლაში მადლობას უხდიან სპეციალისტს მასპინძლობისა და საინტერესო მასტერკლასისთვის. 

„მადლობა ქალბატონ ნათელას თანამშრომლობისთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203