საკობიანოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სპორტულ ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს
14-05-2024

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ საკობიანოს საჯარო სკოლაში სპორტის პოპულარიზაციასა და მოსწავლეების წახალისებას აქტიურად ჩაერთონ სხვადსხვა ჩემპიონატებში დიდი ყურადღება ეთმობა. 

ამჯერად, სკოლა ამაყია გაგვიზიაროს სპორტსმენი გოგონების: ლანა ლაგაზაურისა და ლიზი ყაყიჩაშვილის წარმატება. 

გოგონებმა სპორტულ ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს, მეტოქეებს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს და საპრიზო ადგილებიც მოიპოვეს. 

„ვულოცავთ ამ დიდ წარმატებას! ესეთი საამაყო გოგოები გვყავს ჩვენ“, - სიამაყით აფასებენ სკოლაში მოსწავლეთა შრომას და წინსვლას უსურვებენ. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203