
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ საკობიანოს საჯარო სკოლის მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრება მრავალფეროვნებით გამოირჩევა.
ახლახან, სკოლაში დედამიწის დღესთან დაკავშირებით მოეწყო შეხვედრა, სადაც მიწვეული იყო მოგზაური თამარ კობახიძე, აღსანიშნავია, რომ ის მოგზაურობს სახლი-მანქანით, როგორც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, ასევე სხვადასხვა ქვეყანაშიც.
სტუმარმა მოსწავლეებს უამბო თავისი მოგზაურობის შესახებ, მან მოსწავლეებს ჩაუტარა ლექცია-სემინარი თემაზე - „ჩემი დედამიწა“.
ასევე, საკობიანოს საჯარო სკოლაში ჩატარდა გარემოს დაცვის მხარდასაჭერი სხვადასხვა აქტივობა, რომლებიც დედამიწის დღისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში გაიმართა.
იხილეთ ფოტოები: