„გამაცანი შენი კუთხის ღირსშესანიშნაობები“ - ​ერკეთის საჯარო სკოლამ, დამეგობრებულ სკოლასთან ერთად, საინტერესო პროექტი განახორციელა
13-05-2024

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლის ერთ-ერთი ძლიერი მხარეა სკოლებს შორის თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და გაერთიანება საერთო მიზნისთვის - განათლებული თაობების აღზრდისთვის.

ამ იდეით სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრამ, ბათუმის კერძო სკოლა „მონპარნასთან“, ერთად განახორციელა პროექტი - „გამაცანი შენი კუთხის ღირსშესანიშნაობები“ (ხელმძღვანელი ხატია ბარამიძე და ლალი თავართქილაძე).

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტმა დააახლოვა აჭარისა და გურიის მოსწავლეები, მათ მოაწყვეს  საინტერესო აქტივობები: 31 მარტს ერკეთის სკოლას ესტუმრნენ „მონპარნასელები“.

ადგილობრივმა მოსწავლე-გიდებმა სტუმრებს აჩვენეს ერკეთის დედათა მონასტერი, ნოდარ დუმბაძის და ნიკო მარის სახლ-მუზეუმები.

28 აპრილს, „მონპარნასმა“, უმასპინძლა გურულ მოსწავლეებს საკმაოდ მაღალ დონეზე მომზადებულმა გუნდებმა აჩვენეს სტუმრებს გონიოს ციხე და ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი, უმასპინძლეს ტრადიციული აჭარული ხაჭაპურით. 

აღსანიშნავია, რომ სკოლებმა ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

პროექტის ბოლო ეტაპზე ერკეთის სკოლის მოსწავლეებმა წარადგინეს პრეზენტაცია დოკუმენტური ფილმის ჩვენებით და სასკოლო საზოგადოებას გაუზიარეს პროექტით გამოწვეული გულწრფელი ემოციები.

მონპარნასი“ ჩვენი თანამოაზრე სკოლა!“ - აღინიშნა სკოლაში. 

ერკეთის საჯარო სკოლა დიდ მადლობას უხდის ორივე სკოლის დირექციას თანადგომისათვის.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203