ზანის საჯარო სკოლაში ფაშიზმზე გამარჯვების დღე ისტორიული მიმოხილვით და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივისცემით აღინიშნა
13-05-2024
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ზანის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.

ამჯერად, სკოალში ფაშიზმზე გამარჯვების დღეს საინტერესო აქტივობები მიეძღვნა. კერძოდ, მეორე მსოფლიო ომის შესახებ ისტორიული ფაქტების მოკლე ანალიზით მოსწავლეების წინაშე, როგორც კომპეტენტური პიროვნება, სკოლის დირექტორის მ/შ რომანი კვაშილავა წარდგა.

გარდა ამისა, ისტორიის მასწავლებლებმა იმ ადამიანების ღვაწლზე ისაუბრეს, ვინც ომში თავი გასწირა. მოსწავლეებმა ცოდნა გაიღრმავეს, ინფორმაცია გაცვალეს და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. 

„ისე, როგორც საქართველოს სხვადასხვა ბევრი სოფლიდან, ჩვენი სოფლიდანაც წავიდნენ სამშობლოსათვის გულანთებული მოხალისეები, რომელთა უმრავლესობა, როგორც წესი,  ვერ დაბრუნდა. ნათელი სანთელი და მარადი მათ ხსოვნას!“, - ამბობენ სკოლაში.

იხილეთ პრეზენტაცია ბმულზე: 

პრეზენტაცია
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203