თბილისის N64 საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლე ალექსანდრე აბრამიშვილი თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონია
13-05-2024
თბილისის N64 საჯარო სკოლის ნიჭიერი, მიზანდასახული და მოტივირებლი მოსწავლეები გამოწვევებს არ უშინდებიან და სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ ღონისძიებასა თუ კონკურსში ერთვებიან. 

შედეგად კი, მათი წარმატებით, სასკოლო საზოგადოებისთვის სიხარული მოაქვთ. ამჯერად, სკოლაში XII კლასის მოსწავლის - ალექსანდრე აბრამიშვილის მიღწევით ხარობენ. 

ის თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონი გახდა. სკოლაში მოსწავლის მიღწევა ახარებთ, ულოცავენ და მომავალშიც წინსვლას უსურვებენ. 

„ვულოცავთ სანდროს ამ დიდ გამარჯვებას და ვუსურვებთ წარმატებას, სკოლა ამაყობს თავის მოსწავლეებით“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203