თბილისის N64 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მამოტივირებელი, მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი, რაც პროფესიონალ პედაგოგთა გუნდის დამსახურებაა.
ახლახან, სკოლაში „საგაზაფხულო - სააღდგომო“ გამოფენა გაიმართა, სადაც სკოლასთან არსებული „შემეცნებითი განათლების ცენტრის“ ხელოვნების წრის მოსწავლეების შემოქმედებითი ნამუშევრები გამოიფინა.
ღონისძიებამ დიდი წარმატებით ჩაიარა, მოსწავლეთა ნახატებმა დამთვალიერებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.
თბილისის N64 საჯარო სკოლის დირექტორმა - ხათუნა შენგელიამ და „შემეცნებითი განათლების ცენტრის დირექტორმა“ - ხათუნა კარიჭაშვილმა მონაწილე მხატვრები სერთტფიკატებით დააჯილდოვეს.
„წარმატებები პატარა მხატვრებს“,- აღნიშნავს პედაგოგი ქეთევან ჯავახიძე.
იხილეთ ფოტოები: