წყალტუბოს N1 სკოლის საზოგადოება მასშტაბურ შემოქმედებით ღონისძიებაში მონაწილეობდა
13-05-2024
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლას გამორჩეული და მოტივირებული სასკოლო საზოგადოება ჰყავს, რომელსაც საკუთარი საქმის პროფესიონალი დირექტორი - ფაქიზო ფანჩულძე ხელმძღვანელობს. 

ამჯერად, მისი თაოსნობით, წყალტუბოს N1 საჯარო სკოლა ხელოვნების ზეიმში მონაწილეობდა.

11 მაისს, ქუთაისში, სასტუმრო West Inn Georgia-ში მასშტაბური შემოქმედებითი ღონისძიება-კონფერენცია-გამოფენა გაიმართა. აღნიშნულ ღონისძიებაში წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის დირექტორი - ფაქიზო ფანჩულიძე, 9 პედაგოგი და მოსწავლეთა თვითმმართველობა - 5 მოსწავლის შემადგენლობით, ჩაერთო.

გამოფენაზე მათ სკოლის ხელოვნების პედაგოგების - თეა კაკაბაძის, ნარგიზ შავგულიძის და სკოლის მეწარმე მოსწავლეთა ნამუშევრები წარადგინეს, რამაც განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.

აღნიშნული ღონისძიების ორგანიზატორი საქართველოს განათლებისა და ბიზნესის ეროვნული აკადემია, მისი დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი მარია გეთიაშვილი გახლდათ. მას სასკოლო საზოგადოება მადლობას უხდის.

ღონისძიებას  საქართველოს ყველა კუთხიდან ასობით მასწავლებელი, სკოლის ხელმძღვანელები, პროფესიულ კოლეჯ „პანაცეას“ წარმომადგენლები და მოსწავლეები ესწრებოდნენ.

იხილეთ ფოტოები:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203