წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბავშვთა და მოზარდთა კლასიკური მუსიკის ფესტივალში ლაურეატის წოდება მოიპოვეს
13-05-2024
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და შემოქმედებითი შესაძლებლობების წარმოჩენაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა შექმნილი.
სწორედ ამის დამსახურებაა ის, რომ მოსწავლეები, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ ღონისძიებაში ერთვებიან და წარმატებას აღწევენ.
თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში ბავშვთა და მოზარდთა კლასიკური მუსიკის XVI რესპუბლიკური ფესტივალ-კონკურსის - „იპოვე შენი ვარსკლავი“ გალა კონცერტი და დაჯილდოება გაიმართა.
მასში წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მე-4ა კლასის მოსწავლეები ლუკა კაჭკაჭიშვილი და ანა ჩიხლაძე მონაწილეობდნენ. მათ პირველი ადგილი დაიკავეს და ლაურეატის წოდება მოიპოვეს.
„უამრავი წარმატებები მათ“,- სკოლაში მოსწავლეთა მიღწევით ხარობენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს