„ფარადეის გალია“- საბუეს საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლეთა საინტერესო პროექტის პრეზენტაცია
13-05-2024
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეს საჯარო სკოლის მოსწავლეები განსაკუთრებული მონდომებით გამოირჩევიან. ისინი, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ აქტივობას ასრულებენ. 

ამჯერად, X კლასის მოსწავლეებმა ფიზიკაში პროექტის - „ფარადეის გალია“ პრეზენტაცია ჩაატარეს. მათ საკითხზე დიდი პასუხისმგებლობითა და ინტერესით იმუშავეს. 

მოსწავლეებმა მსმენელს „ფარადეის გალიის“ დამზადების ეტაპები გააცნეს და დამსწრე საზოგადოებას აუხსნეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ყველა იმ ფიზიკურ მოვლენასა და მის თანმდევ პროცესს შორის, რომლებსაც გალიის მოქმედება ეფუძნება.

აღნიშნული აქტივობის ორგანიზატორი ტასო ბებურიშვილი გახლდათ. 

მოსწავლეებმა ცოდნა გამოავლინეს და ინფორმაცია ერთმანეთს გაუზიარეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203